საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს...

po

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია: 26/12/2014

2014 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეაჩერა ბ. ი-ს საკასაციო საჩივრის განხილვა და წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს N601 წარდგინებასთან დაკავშირებით და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გამართლებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (სამართლიანი სასამართლოს უფლება). განსახილველ შემთხვევაში გამართლებულ პირს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა სასამართლო განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის უდანაშაულოდ ცნობის მიუხედავად, შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით გადაწყდეს საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენს გამართლებული პირის უფლებებზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ გამართლებულ პირს, შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული ინტერესი, რომ ასეთი გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში გადაისინჯოს. გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, არსებობს რისკი, რომ მან ვერ დაიცვას ის უფლებები, რომლებიც გამამართლებელი განაჩენით ეზღუდება.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის მიზანს, შესაძლებელია, სასამართლოს აშკარად უსაფუძვლო დავებით გადატვირთვის თავიდან აცილება წარმოადგენდეს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, დაუშვებელია, გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობის შეზღუდვა  მხოლოდ დასახელებული მიზნის მისაღწევად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები არათანაზომიერად ზღუდავდა გამართლებული პირის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi