უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილე...

czz

უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილე აღინიშნა

გამოქვეყნებულია: 23/12/2014

უზენაესი სასამართლო შენობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებებს განაგრძობს. 23 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიმართა  საიუბილეო მიღება, რომელსაც  მხცოვანი მოსამართლეები,  ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები და მაღალმთიანი რეგიონის სასამართლოების თანამშრომლები ესწრებოდნენ.  

მოწვეულ სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მიმართა და  სასამართლოს ახალგაზრდა და ხანდაზმულ თანამშრომელთა ურთიერთთანამშრომლობის დადებით მხარეებზე ისაუბრა. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, აუცილებლად  დასაფასებელია იმ ადამიანთა ღვაწლი, რომლებმაც მრავალი ათეული წლის მანძილზე ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. კონსტანტინე კუბლაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

უზენაესი სასამართლოს შენობა 1894 წელს, პოლონური წარმომავლობის არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით აშენდა. შენობა თავიდანვე სასამართლოსთვის იყო განკუთვნილი და  სასამართლოს შტატი იმ დროს 39 მოსამსახურით განისაზღვრებოდა, მათგან 11  მოსამართლე იყო. 

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi