ქართველი მოსამართლე ევროპის საბჭოს...

aaz

ქართველი მოსამართლე ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნებულია: 19/12/2014

2014 წლის 11-12 დეკემბერს, სტრასბურგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი  ევროპის საბჭოს  მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში 47 ქვეყანაა გაწევრიანებული. საბჭოს საქმიანობას ბიურო ხელმძღვანელობს, რომელიც პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ბიუროს ორი წევრისგან შედგება. ქართველი მოსამართლე უკვე გახლდათ ბიუროს წევრი. ამჯერად იგი კოლეგებმა ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.

ევროპული კომისიის ძირითადი მოვალეობაა ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების ეფექტურობის ზრდას. მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების მიზნით, კომისიის მიერ გამოიცემა სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოები, გაიდლაინები, დოკუმენტები. კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით ქართული სასამართლო სისტემის მიერ მრავალჯერ ჩატარდა სასამართლოს მომხმარებელთა კვლევები.   

მართლმსაჯულების ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად ქართველი მოსამართლის არჩევა დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მონაწილეობას კომისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანია. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi