მართლმსაჯულების სასახლის 120 წლის...

iubile

მართლმსაჯულების სასახლის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო

გამოქვეყნებულია: 11/12/2014

2014 წლის 11 დეკემბერს,  საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც მიეძღვნა  მართლმსაჯულების სასახლის 120 წლის იუბილეს.

საზეიმო მიღებას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,   დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე უზენაესი სასამართლოს შენობის არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის შთამომავალი ირინა ჩერნიევა,  ზუბალაშვილების შთამომავალი თინათინ კოკოჩაშვილი, პლენუმის დარბაზის ჭაღის ავტორის-ნოდარ ერგემლიძის შთამომავალი ეკატერინე ერგემლიძე,  სკულპტურული კომპოზიციის   შავ-თეთრი სფეროს ავტორი კოტე მემანიშვილი. აღნიშნული სფერო  შენობის მეოთხე სართულზეა განთავსებული და  შენობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.

120 წლის იუბილეს დაესწრნენ  სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. კონსტანტინე კუბლაშვილმა შენობის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრის დროს, იმ პირთა ღვაწლს გაუსვა ხაზი, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მართლმსაჯულების სასახლის დღევანდელი იერსახის შენარჩუნებაში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, შენობის სიძველე და მისი მუდმივობა გარკვეულწილად დაკავშირებული უნდა იყოს მოსამართლეების სტატუსთან. „ამ შენობამ თავისი არსებობით უკვე მესამე ასწლეულში შეაბიჯა და სწორედ ასეთი უცვლელობის განცდა უნდა არსებობდეს მოსამართლეების მიმართაც. ისინი უვადოდ უნდა იყვნენ დანიშნულები და მაშინ სასამართლო სისტემაც იქნება სტაბილური და უცვლელი“.

კონსტანტინე კუბლაშვილმა საპატიო სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა- მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კონტექსტში პატივი მივაგოთ და მნიშვნელობა მივანიჭოთ იმ ინსტიტუტებს, რომელთაც საქართველოში ისტორია გააჩნიათ. ასეთი ინსტიტუტია სასამართლოც. დღეს ჩვენ ვაშენებთ იმ სასამართლოს, რომელიც გარანტორია ქვეყნის სტაბილურობის, სიმშვიდის და სიმართლის, ეს არ არის იოლი გზა. სასამართლო არის გარანტი ჩვენი უფლებების რეალური დაცვის და ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა.

სტუმრებს ასევე მიმართა პოლონეთის ელჩმა.

ღონისძიება პოლონეთის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. მათივე ინიციატივით მოეწყო შიმკევიჩის პროექტების მიხედვით აგებული შენობების პლაკატების გამოფენა. 

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi