უზენაეს სასამართლოში შენობის 120 წლის...

dda

უზენაეს სასამართლოში შენობის 120 წლის იუბილეს ფარგლებში ბავშვების ნახატების გამოფენა და ადამიანის უფლებათა აქტივისტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/12/2014

2014 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების სასახლის 120 წლისთავისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კონკურსი  „ბავშვის თვალით დანახული სასამართლო“ გამარჯვებული ნახატების გამოფენა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი ნახატებიდან  შეირჩა  28  ნამუშევარი, რომელთა ავტორებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა  სერტიფიკატებით და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

ღონისძიების მეორე ნაწილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა სამართლის კვირეულის ფარგლებში,სხვადასხვა  უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად  შეაჯამა  ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებული კამპანიები.

კვირეული საზეიმოდ დაიხურა  წლის საუკეთესო ადამიანის უფლებათა აქტივისტის გამოვლინებით და დაჯილდოების ცერემონიით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან ერთად დააჯილდოვა კვირეულის ფარგლებში გამოვლენილი ადამიანის უფლებათა აქტივისტები: ნინო ლომჯარია და ვახუშტი მენაბდე.  ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 2014 წელს პირველად ჩატარდა და მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა  აქტიური ურთიერთგაცვლაა.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi