საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის...

www

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია: 09/12/2014

2014  წლის  9  დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით  სტუდენტური კონფერენცია „აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“  ჩატარდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაშრომები. კონფერენცია საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო სტუდენტებში იურიდიული აზროვნების, პროფესიული უნარების გაძლიერების ხელშეწყობა . ნაშრომების პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კონფერენციას სტუდენტებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.  სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომების ავტორები, რომელთაც საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის სახელით გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi