მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების...

yu

მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/12/2014

2014 წლის 2 დეკემბერს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ინიციატივით, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  კონსტანტინე კუბლაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ამავდროულად, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა მეიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზეც ბევრ საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi