შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიის...

wj

შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია: 27/11/2014

2014 წლის 27 ნოემბერს  უზენაესმა სასამართლომ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - ქალბატონ ბილიანა მილოშევიჩს უმასპინძლა. შეხვედრის დროს ორივე მხარემ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. უზენაესი სასამართლო, თავის მხრივ, მზადაა, სტატისტიკური მონაცემებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით, ხელი შეუწყოს  საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობას. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ჰუმანიტარული სამართლის მნიშვნელობასა და, შესაბამისი ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსამართლეთათვის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის აუცილებლობას.

ვიზიტის დასასრულს, უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა, სტუმარს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და  უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi