უკრაინის დელეგაციის ვიზიტი

uk

უკრაინის დელეგაციის ვიზიტი

გამოქვეყნებულია: 25/11/2014

2014 წლის 25 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  უკრაინული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს.  უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს სამართლებრივი გამოწვევების გამკლავებასთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა უკრაინის დელეგაციას სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა,  რომელსაც წელს საიუბილეო თარიღი - 120 წელი უსრულდება.  შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi