უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაჩენის...

ganachenis dasabutebuloba

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებზე შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 25/11/2014

2014 წლის 25 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ უზენაესი სასამართლოს ინიციატივით განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ ჯგუფის მიერ უკვე მომზადდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და წინადადებები. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მედიისთვის  გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ განაჩენის დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტის არსებობა მნიშვნელოვანია და სასამართლო ხელისუფლება ბევრი მიმართულებით მუშაობს, რომ ეს სტანდარტი მაღალი იყოს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სავარაუდოდ, 2015 წლის იანვარში გაიმართება  სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების პრეზენტაცია.

„თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრას მოსამართლეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს მიერ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi