უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის...

usaid

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის სამართლის სკოლის პროფესორს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 24/11/2014

2014 წლის 24 ნოემბერს უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და ტეხასის სამართლის სკოლის დეკანმა პროფესორმა ჯეიმს ალფინმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის თემა იყო ,,სამოსამართლო ქცევისა და ეთიკის საკითხების გაცნობა ქართველი მოსამართლეებისთვის“.

ამერიკელი ტრენერი პროფესორი ჯეიმს ალფინი  ტრენინგს ჩაუტარებს ქართველ მოსამართლეებს, რომლებიც მომავალში  ამერიკელი კოლეგების მსგავსად, ქართველ მოსამართლეებს გაუზიარებენ  თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას  ამ მიმართულებით.

სამოსამართლეო ქცევა და ეთიკა   აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა: მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, თანასწორი მოპყრობა, კომპეტენტურობა და გულისხმიერება. ამ მხრივ  ცოდნის გაღრმავება სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან  საერთაშორისო  ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 პროექტი განხორციელდება ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“  ფარგლებში, რომელსაც ასევე  მხარს უჭერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi