ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო...

qutaisis saqalaqo

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნებულია: 29/07/2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პირველად დაადგინა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების წესის დარღვევას ეხება.
სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი იმედა ბოკელავაძე და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევაში ბრალდებული მეწარმეები მამუკა ბერელიძე და დევისი ხარბედია.
სასამართლომ საქმის განხილვის დროს დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 15 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ორი ნაგავმზიდი ავტომანქანიის შესყიდვაზე, საერთო ღირებულებით 60 000 ლარი.
იმედა ბოკელავაძემ გამოიჩინა მიკერძოებულობა და მეგობარ ინდ. მეწარმე მამუკა ბერელიძეს გაუწია კონსულტაცია და მიაწოდა სრული ინფორმაცია ტენდერის შესახებ.
გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადება შეიტანა ორმა მსურველმა - დევისი ხარბედიამ და მამუკა ბერელიძემ. იმედა ბოკელავაძემ განიზრახა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უპირატესობა მიენიჭებინა მეგობარ მამუკა ბერელიძისათვის და შეექმნა პირობები ამ უკანასკნელისათვის 60000 ლარის მისაღებად. განზრახვის განსახორციელებლად იმედა ბოკელავაძემ, როგორც კომისიის აპარატის წევრმა და სხდომის მდივანმა, გადაწყვიტა კომისიაზე მოეხდინა ზეგავლენა და პრეტენდენტების დისკვალიფიკაციით დაესრულებინა ტენდერი, რასაც მიაღწია კიდეც. ამის შემდეგ გამოცხადდა განმეორდებითი ტენდერი.
მამუკა ბერელიძე დაუკავშირდა დევისი ხარბედიას და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა უარი ეთქვა ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ორივე პრეტედენტი კანონით ‘’სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად გაფრთხილებულები იყვნენ არ ეწარმოებინათ კერძო მოლაპარაკებები კონკურენტებს შორის სატენდერო პირობების ფასზე და სხვა დეტალებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგებოდა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად ამისა, მათი მოლაპარაკების საფუძველზე დ.ხარბედიამ აღარ მიიღო მონაწილეობა, ხოლო მამუკა ბერელიძე უკონკურენტოდ გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულად და 60000 ლარზე გაუფორმდა ხელშეკრულება, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის იმედა ბოკელავაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მამუკა ბერელიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1951 მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
დევისი ხარბედია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1951 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi