შეხვედრა პოლონეთის ელჩთან

shexvedra polonetis elchtan

შეხვედრა პოლონეთის ელჩთან

გამოქვეყნებულია: 14/11/2014

2014 წლის 13 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მენეჯერი - აპარატის უფროსი ბატონი ირაკლი ხუცურაული   შეხვდა პოლონეთის საგანგებო და  სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას ანჟეი ჩიეშკოვსკის.  შეხვედრა  საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ღონისძიებათა ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით გამართავენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიღებას. ვინაიდან, უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობის არქიტექტორი – ალექსანდრე შიმკევიჩი წარმოშობით პოლონელი იყო, მათ ასევე განიხილეს საკითხი მისი შთამომავლების მოწვევის შესახებ.  შეხვდრის შემდეგ ბატონმა ირაკლი ხუცურაულმა პოლონეთის საგანგებო და  სრულუფლებიან ელჩს  უზენაესი სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi