უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ...

viziti braziliashi

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა გერმანიასა და ბრაზილიაში

გამოქვეყნებულია: 14/11/2014

2014 წლის 3 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ დრეზდენში  საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, რომელსაც   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  კონსტანტინე კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტი საინფორმაციო შინაარსის გახლდათ და ქართველმა მოსამართლეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს გერმანიის სასამართლო სისტემის მოწყობისა და ფუნქციონირების შესახებ. კერძოდ, განსახილველ საკითხთა შორის იყო მოსამართლეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება საქსონიის იუსტიციისა და ევროპის სახელმწიფო სამინისტროს მიერ, მოსამართლის პიროვნების ჩამოყალიბება, ხელმძღვანელი კადრების პროფესიული განვითარება. ასევე, მოსამართლეთა შეფასება, მათი დანიშვნა, დაწინაურება და ამ საკითხევში სასამართლოს თავმჯდომარის როლის განსაზღვრა.

8 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი, მისი პირველი მოადგილე და მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ასოციაციის გამგეობის წევრი პაატა ქათამაძე ბრაზილიაში მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრნენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ავსტრიისა და ესტონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და მათთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ  ერთგვაროვანი პრაქტიკის დამდგენი გადაწყვეტილებების საძიებო პროგრამის შექმნის თაობაზე ისაუბრა. ესტონეთისა და ავსტრიის სასამართლოებში უკვე დანერგილია მსგავსი პრაქტიკა. ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა უცხოელ მოსამართლეებს ამ მხრივ ქართული გამოცდილება გაუზიარა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi