უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა ილია...

foto ilia

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს

გამოქვეყნებულია: 07/11/2014

2014 წლის  7 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების 177-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

სასამართლოს თანამშრომლებისთვის და მოსამართლეებისთვის მოეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება.

ფილმის პრეზენტაციას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, უწყების სხვა წარმომადგენლები, ფილმის რეჟისორი მიხეილ ბერინაშვილი, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი და მსახიობი ზაზა იაქაშვილი დაესწრნენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი ირაკლი ხუცურაული მათ ფილმის ჩვენებამდე გიორგი ბრწყინვალეს დარბაზში შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა შსს-სარქივსა და უზენაეს სასამართლოს შორის მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ასევე გაიმართა ჟურნალ „საარქივო მოამბის“ სპეცგამოშვების პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დეტალებს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის „ვინ მოკლა ილია“ გადაღებების ნაწილი უზენაესი სასამართლოს იმ დარბაზში მიმდინარეობდა, სადაც გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, ხოლო ორ უწყებას შორის აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ შსს-ს არქივს ილიას მკვლელობის საქმეზე სასამართლო წარმოების 2 ტომის ელექტრონული ვერსია გადასცა, რაც არქივში დაცულ სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება.

ფილმის ჩვენებამდე უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა ირაკლი ხუცურაულმა სასამართლოს თანამშრომელთა ნაწილს სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის მადლობები გამოუცხადა.

ფილმის ჩვენების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა მთაწმინდის პანთეონში ასვლით და ილია მართლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდით პატივი მიაგეს უდიდეს საზოგადო მოღვაწეს.

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს თბილისში,  ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის  სახლ-მუზეუმი.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi