უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები ილია...

muz96

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღნიშნავენ

გამოქვეყნებულია: 06/11/2014

2014 წლის  7 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების 177 წლისთავს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

ილია ჭავჭავაძემ არა მარტო ქართულ ლიტერატურაში დატოვა წარუშლელი კვალი, არამედ მისი ღვაწლი განსაკუთრებულია მართლმსაჯულების განვითარებაშიც. 1864-1873 წლებში ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა. უზენაესი სასამართლოს შენობაში არსებულ „მართლმსაჯულების მუზეუმში“ ილია ჭავჭავაძის მოსამართლეობის დროინდელი მასალებიც არის წარმოდგენილი.

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის მოეწყობა ახლადგადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება.

ფილმი მომზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური არქივის მიერ.

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები ასევე მოინახულებენ თბილისში, ჩუბინაშვილების და ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმებს და მთაწმინდის პანთეონში მწერლის საფლავს. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi