საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია აცხადებს...

asociaciis konkursi

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს

გამოქვეყნებულია: 04/11/2014

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია აცხადებს სტატიების კონკურსს სტუდენტებს შორის თემაზე:„აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს   სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ინსტიტუტის ისტორიის პოპულარიზაციას.

ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და უნდა იყოს შესრულებული ქართულ ენაზე. სავალდებულოა აკადემიური წერის ძირითადი პრინციპების დაცვა და გამოყენებული მასალის მითითება სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის სახით. პლაგიატიზმის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს საკონკურსო კომისია. საპრიზო ადგილის მფლობელი ნაშრომი (ნაშრომები) გამოქვეყნდება ჟურნალში „მართლმსაჯულება და კანონი“, განთავსდება სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში,  ასევე გათვალისწინებულია ფასიანი საჩუქრები.

მონაწილეებმა სტატიები უნდა გაგზავნონ ა.წ. 22 ნოემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vasadze_nana@yahoo.com კონკურსი ტარდება საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მართლმსაჯულების გაძლიერება“ ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi