უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავთან...

konkursi

უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს სტატიების კონკურსს სტუდენტებს შორის თემაზე: “საკასაციო სასამართლოს როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში”

გამოქვეყნებულია: 04/11/2014

სასურველია, წარმოდგენილი ნაშრომი  შეეხებოდეს ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ თემატიკას:

· სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის სტანდარტი ადამიანის უფლებათა ვეროპული სასამართლოს მიხედვით;

·  უზენაესი სასამართლოს როლი პრეცედენტული სამართლის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების მიმოხილვით;

·  სასამართლო გადატვირთულობის პრობლემა და მისი გადაჭრის საშუალებები უცხოური გამოცდილების მიხედვით;

·  სასამართლო და სოციალური მედია;

·  სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნების პრობლემა და მისი დაძლევის გზები.

ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და უნდა იყოს შესრულებული ქართულ ენაზე. სავალდებულოა აკადემიური წერის ძირითადი პრინციპების დაცვა და გამოყენებული მასალის მითითება სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის სახით. პლაგიატიზმის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს საკონკურსო კომისია. საპრიზო ადგილის მფლობელი ნაშრომი (ნაშრომები) გამოქვეყნდება ჟურნალში „მართლმსაჯულება და კანონი“, განთავსდება სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში,  ასევე გათვალისწინებულია ფასიანი საჩუქრები.

მონაწილეებმა სტატიები უნდა გაგზავნონ ა.წ. 22 ნოემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: tornike.getsadze@supremecourt.ge

კონკურსი ტარდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi