უზენაესი სასამართლოს განცხადება

gancxadeba 23.10.2014

უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 23/10/2014

საზოგადოების  ინფორმირებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელიც ქ.ნ-მა თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით გააკეთა.  მინისტრი მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მკაცრი განცხადება გააკეთოს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას  და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა მყისიერი და ძალიან მკაცრი განცხადებები, როცა  მოსამართლესთან უკანონო  კომუნიკაციას ან სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას ჰქონდა ადგილი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ აპოლიტიკური ფიგურა და იგი ყოველთვის დაიცავს როგორც მოსამართლის, ასევე  სასამართლოს იმიჯს, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას სასამართლოს იმიჯის შემლახავი განცხადების უკან.

სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ  მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

სასამართლოს მიმართ ნიშნისმოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის.ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა.

იმედს ვიტოვებ,რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება  უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის  ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის- სასამართლოს მიმართ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi