ლატვიის დელეგაციის ვიზიტი

aa

ლატვიის დელეგაციის ვიზიტი

გამოქვეყნებულია: 16/10/2014

16 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას, დელეგაციის წევრები იყვნენ: სახელმწიფო მდივანი – ბატონი რაივის კრინბერგი, სასამართლოს ადმინისტრაციული დირექტორი – ბატონი ედვინს ბალშევიცი, მინისტრის მრჩეველი – ბატონი ივო ზუტისი და მინისტრის ბიუროს უფროსი – ქალბატონი ანია ფრაიმანე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და მოსამართლეთა ასოციაციის წევრებს შორის შედგა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიის სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე, რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე – ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ მიღწევებზე, მოსამართლეთა სოციალური დაცულობისა და სამუშაო პირობების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi