ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოსამართლეთა...

16.10.2014

ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გაუქმების რეკომენდაციას აძლევს

გამოქვეყნებულია: 16/10/2014

2014 წლის 10-11 ოქტომბერს, ქ. რომში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მე-100 საიუბილეო სხდომაზე, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ესწრებოდა, დამტკიცდა სამი დასკვნა, რომლებიც შეეხებოდა ცვლილებებს საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე, საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და საქართველოს კანონში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“.

ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში გაიზიარა სასამართლო ხელისუფლების პოზიცია მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიზანშეუწონლობის თაობაზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩასატარებელია დამატებითი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილ  იქნას მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და შეუცვლელობის პრინციპების პატივისცემის გარანტიები - „ გამოსაცდელი ვადა ამოღებულ უნდა იქნას, როგორც კანონპროეტიდან, ასევე კონსტიტუციიდან. რადგან მან შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა“ - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში (დასკვნა 773/2014, პუნქტი 32).

მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ასევე უარყოფითად აფასებს  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, რომ მოქმედმა სასამართლოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნონ თანამდებობები თავიანთი ვადის ამოწურვამდე და ის დებულებები, რომლებიც სასამართლოს თავმჯდომარეების არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, არამედ თავად მოსამართლეების მიერ არჩევას ითვალისწინებს, ძალაში შევიდეს არა კანონის ამოქმედების, არამედ, მოქმედი თავმჯდომარეების მანდატის ამოწურვის შემდეგ. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების კარგი ადმინისტრირების პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2 მუხლი ამოღებულ უნდა იქნას და მოქმედმა სასამართლოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნონ თავიანთი მანდატები მათი ვადის ამოწურვამდე (დასკვნა - 773/2014, პუნქტები 97, 98, 99). ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დებულებები ცალსახად და გარკვევით უნდა მოიცავდნენ ამ კრიტერიუმებს.

ვენეციის კომისიამ ასევე პრობლემატურად მიიჩნია საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ის ნაწილი, რომელიც აწესებს  უზენაეს სასამართლოში დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების დასაბუთების მოთხოვნას. საკითხზე მსჯელობისას კომისიამ მიუთითა, რომ სასამართლოებს არცერთ სამართლებრივ სისტემაში არ ევალებათ მხარეების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე პასუხის გაცემა. კომისია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სარჩელის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მცირე და შეზღუდული დასაბუთება საკმარისია. სასამართლოს დასაბუთება უნდა მოიცავდეს მარტო იმას, თუ რატომ ეუბნება უარს სასამართლო მომჩივანს მისი საქმის განხილვაზე. დეტალურმა და ღრმა დასაბუთებამ შეიძლება შექმნას გადატვირთულობის პრობლემა უზენაეს სასამართლოში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi