უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

asas777844

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

გამოქვეყნებულია: 11/10/2014

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც რომში ვენეციის კომისიის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებას ესწრება,  ეხმაურება იუსტიციის მინისტრის ქ-ნ თეა წულუკიანის განცხადებას,რომელიც მინისტრმა აღნიშნულ ღონისძიებაზე  გააკეთა.

წულუკიანმა  თავის მოხსენებაში  სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“კანონში რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს შეაფასა, როგორც სასამართლოს დამოუკიდელობისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ  კანონპროექტი  არ უწყობს ხელს  სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას   და იმედოვნებს, რომ საბოლოო ვერსიის წარდგენისას  გათალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის  შენიშვნები და რეკომენდაციები.

სასამართლო ხელისუფლება უკვე წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან არსებულ ვენეციის კომისიასთან და ამ კომისიის არაერთი დასკვნა და რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული სასამართლო ხელისუფლების მიერ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi