იურიდიული ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“...

samartali da kanoni

იურიდიული ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ 10 წლისაა

გამოქვეყნებულია: 02/10/2014

2014 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში იურიდიული ჟურნალის  „მართლმსაჯულება და კანონი“  გამოცემიდან 10 წელი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ  მეცნიერები, ადვოკატები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ასევე, მოწვეულნი იყვნენ უკრაინელი მოსამართლეები.

საიუბილეო შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის 10 წლის იუბილე მიულოცა. „მართლმსაჯულება და კანონი“ იურიდიულ წრეებში  ძალიან ცნობილი ჟურნალია, სადაც ბევრი  იურისტი სიამოვნებით ბეჭდავს საკუთარ  ნაშრომებს. მათ შორის, კრიტიკულ წერილებსაც სასამართლო პრაქტიკისა და კანონმდებლობის თაობაზეც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი შინაარსის ნაშრომები მისასალმებელია და ამ ჟურნალის მთავარი დანიშნულებაც სწორედ იურიდიული აზროვნების განვითარებაა.“

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აგრეთვე, მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ზაზა მეიშვილმა, რომელმაც ჟურნალის განვითარების 10 წლიან ისტორიაზე ისაუბრა. მან  ასევე, მადლობა გადაუხადა ჟურნალის შემოქმედებით ჯგუფს. იუბილე საკუთარი გამოსვლით მიულოცეს აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა, უნივერსიტეტის პროფესორმა გურამ ნაჭყებიამ და ამერიკის იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მამაცაშვილმა.

 საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ 2004 წლიდან გამოდის. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის ქვეყანაში აშკარად შეინიშნებოდა იურიდიული პერიოდიკის სიმწირე. ჟურნალის გამოცემის მიზანი იყო საქართველოს მოსამართლეებისათვის ბეჭდვითი სამეცნიერო ტრიბუნის შექმნა. ასევე, საკანონმდებლო თუ სხვა სიახლეების გამოქვეყნება. ჟურნალის ფურცლები, გარდა მოსამართლეებისა, ეთმობა იურიდიული სფეროს მეცნიერებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს.

ჟურნალს გააჩნია ყველა საერთაშორიო რეგალია. კერძოდ, ჩართულია მსოფლიო ბიბლიოთეკათა საერთაშორისო ქსელში, მიღებული აქვს საერთაშორისო კოდიფიკაციის, კლასიფიკაციის ნომერი და შტრიხ-კოდი.

ჟურნალი მიეწოდება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო და უცხოურ ორგანიზაციებს. ჟურნალის ელექტრონული ვერსია თავსდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე და სხვადასხვა  ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4 ფოტო5 ფოტო6 ფოტო7 ფოტო8

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi