საქართველოს უზენაესი სასამართლო იუსტიციის...

iiii

საქართველოს უზენაესი სასამართლო იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია: 01/10/2014

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის იმ განცხადებას, რომელიც მინისტრმა ვაშინგტონში ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში ჟურნალ „ტაბულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით  გააკეთა.

ჟურნალ „ტაბულას“  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  მინისტრმა განაცხადა, რომ სასამართლომ მას არ მიაწოდა  ინფორმაცია განაჩენების სტატისტიკის შესახებ.

უზენაესი სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ  სასამართლოს მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესის თანახმად. იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 2014 წლის 24 მარტს მომართა წერილით  და მოითხოვა სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება, რაზედაც სასამართლოდან მიიღო პასუხი და დანართი აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების მითითებით.

სასამართლო ასევე დამატებით აცხადებს, რომ გასაჯაროვებულია სტატისტიკური მონაცემები სასამართლოს საქმიანობის შესახებ და უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ამ ინფორმაციის  მოძიება  ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ მინისტრის მიერ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია  არ ემსახურებოდა სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.  

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi