საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის...

ss

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა

გამოქვეყნებულია: 15/09/2014

2014 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეაჩერაერთ საქმეზე პროკურორის, ხოლო მეორე საქმეზე მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრებისგანხილვა.

ორივე საქმეზე საქმის წარმოების შეჩერებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის მიზეზი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შინაარსობრივად ერთი და იმავე საკითხის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. კერძოდ, საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტსა და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომელთა თანახმად, სააპელაციო/საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

ერთ საქმეში ამ ნორმის ინტერპრეტაცია მოხდა სააპელაციო სტადიაზე, ხოლო მეორე საქმეში საკასაციო ეტაპზე დადგა მისი გამოყენება-არგამოყენების საკითხი.

ამ საქმეებში საჩივრის განხილვის ფარგლების თემა სხვადასხვა კონტექსტში დაისვა, კერძოდ: პირველ საქმეში სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ფართოდ განიმარტა სააპელაციო ეტაპზე, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ხოლო სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საქმეში დაირღვა ერთი და იმავე ქმედებისათვის ორჯერ დასჯის აკრძალვის პრინციპი, რის გამოც სასჯელის შემცირებაზე არ უმსჯელია და მსჯავრდებული ბ. ა. გაამართლა, რაც შემდგომში პროკურორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

მეორე საქმეში მსჯავრდებულმა ი. ჯ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მოითხოვა სასჯელის შემცირება. ამ საქმეშიც საკასაციო პალატამ დაინახა საჩივრის განხილვის ფარგლების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულზე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას უკვე დადგენილი აქვს პრაქტიკა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება მას და საკასაციო პალატის აზრით, მხოლოდ საჩივრის ფარგლებში საქმეზე მსჯელობა შესაძლებელია იყოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო.

საკასაციო პალატამ პირველ შემთხვევაში პრობლემა დაინახა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან - „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“, ხოლო მეორე შემთხვევაში - მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან - „[...] გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს [...]“.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტითა და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ შეზღუდვებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განხილვის ფარგლებს გაცდენა შესაძლებელია დასაშვები იყოს ცალკეულ, მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც საქმეში დარღვეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, თუმცა პალატამ ასევე მიუთითა, რომთუნდაც დადგინდეს ამ ნორმიდან გადახვევის საგამონაკლისო კრიტერიუმები, საჭირო იქნება მათი მკაცრად ჩამოყალიბება, რათა დაცულ იქნეს ბალანსი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციასა და ადამიანის (ბრალდებულის) ფუნდამენტური, კონსტიტუციური და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დაცვას შორის.

გარდა ამისა, საკასაციო პალატამ ასევე ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება (იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივა იმ აზრამდე, რომ სადავოდ გამხდარ ნორმებს  შეიძლება კონფლიქტი ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებთან), რომ ბალანსი შეჯიბრებით პროცესსა და ბრალდებულის ფუნდამენტური პრინციპების დაცვას შორის შესაძლებელია განისაზღვროს დაახლოებით იმდაგვარად, როგორც ეს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წესებშია მოცემული. კერძოდ, საჩივრის განხილვის ფარგლები უნდა გაფართოვდეს სააპელაციო მოთხოვნის საქმესთან მიმართებით შემოწმების კვალდაკვალ. მაგალითად, თუ მხარე სადავოდ ხდიდა მხოლოდ სასჯელის კანონიერებას, ხოლო სასჯელთან მიმართებით მოსამართლე ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს (კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს) და სწორედ ამ გარემოებების შეფასებისას აღმოაჩენს ფუნდამენტური გარანტიების დარღვევის ფაქტს, მას ამ ვითარებიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს sua sponte (თავისი ინიციატივით) გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, საჩივრის განხილვის ფარგლები უნდა გაფართოვდეს მცირედ, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ნათლად, ან/და გონივრულად გამომდინარეობს მხარის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნიდან და რომელიც ზემდგომმა სასამართლომ აღმოაჩინა.

საკასაციო პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვისას ასევე გაითვალისწინა ის გამოცდილება, რომელიც არსებობს აშშ-ში, კანადასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყნაში (სადაც სისხლის სამართლის პროცესი შეჯიბრებით ხასიათს ატარებს), სადაც, მიუხედავად შეჯიბრებითი პროცესისა, საჩივრის განხილვის ფარგლები ასე მკაცრად რეგლამენტირებული არ არის და დადგენილია გარკვეული გამონაკლისები როგორც კანონმდებლობით, ისე სასამართლო პრაქტიკით. 

იხილეთ საქმის წარმოების შეჩერების განჩინება 1

იხილეთ საქმის წარმოების შეჩერების განჩინება 2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi