უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა...

26-27

უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით მოსამართლეებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 30/07/2014

2014 წლის 26-27 ივნისს  უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის მოსამართლეებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით.

 შეხვედრა გახსნა უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა ირაკლი ხუცურაულმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის მნიშვნელობაზე  და აღნიშნა, რომ ცენტრი აქტიურად მუშაობს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საქართველოს სასამართლო სისტემაში დასამკვიდრებლად.

შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის გაუმჯობესება, საერთაშორისო აქტებისა და  კონვენციების, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გამოყენება ქართულ პრაქტიკაში.  

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi