უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

n65

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 30/07/2014

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 28 ივლისს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლთან მიმართებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან წარმოშობილი პასუხისმგებლობის ჭრილში. (საქმე №134აპ-14)

საქმის მასალების მიხედვით, კ. ბ-ს 2012 წლის 13 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით, ხოლო 2012 წლის 14 დეკემბერს, განმეორებით მოხმარების გამო, წარედგინა ბრალდება სსკ–ის 273–ე მუხლით და 2013 წლის 12 თებერვალს გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. 2013 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის №02/10/01 განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და მოეხსნა 2013 წლის 12 თებერვლის განაჩენით წარმოშობილი ნასამართლობა. 2013 წლის 10 ნოემბერს მას კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით კ. ბ. გამართლდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

აღნიშნული საქმე საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორის საკასაციო საჩივრის საფუძველზე და  განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება (თუნდაც რამდენჯერმე) 1 წლის განმავლობაში, თუ არც ერთ ფაქტზე არ არის მიღებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი, გვაძლევს მოცემულ თითოეულ შემთხვევაში სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ე.ი. სახეზე გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.

საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია სსკ-ის 273-ე მუხლით და კანონით გათვალისწინებული რომელიმე სამართლებრივი საფუძვლით ის გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან მოეხსნა ნასამართლობა, ის ითვლება ისევ ადმინისტრაციულ სახდელდადებულად და გრძელდება მისი, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი, თუ მის მიმართ არ არის გასული ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წელი და შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მოხმარების ახალი ფაქტი გვაძლევს არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის  შემადგენლობას - ნარკოტიკული საშუალებისექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვისადმინისტრაციულსახდელშეფარდებულიპირის  მიერ.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით კ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi