საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებმა ...

simpoziumi

საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია

გამოქვეყნებულია: 15/07/2014

2014 წლის 9- 10 ივლისს მონტენეგროში საერთაშორისო სიმპოზიუმი „საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა.

სიმპოზიუმზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი. სიმპოზიუმში საქართველოს დელეგაციას უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ირაკლი ხუცურაული წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა სიმპოზიუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობაში საერთაშიროსო სამართლებრივი აქტებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების თაობაზე.

სიმპოზიუმი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi