საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები...

stumrebi

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 25/06/2014

2014 წლის 23 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციას სულ 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ესწრება. საერთო ჯამში კი კონფერენცია 30 დელეგატით არის წარმოდგენილი.

კონფერენციის მონაწილეები 23 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა და ასევე, შენობაში განთავსებული „მართლმსაჯულების მუზეუმი“.

უცხოელ კოლეგებს შენობის ისტორიისა და მისი ფუნქციური დატვირთვის  შესახებ თავად კონსტანტინე კუბლაშვილი ესაუბრა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi