უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

n64

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 16/06/2014

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 13 ივნისს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტთან მიმართებით. (საქმე №103აპ-14)

საქმის გარემოებების მიხედვით, 2013 წლის 31 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ --ში განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ნ. პ. ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ნ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნასამართლობის მქონე პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. პ-ს ქმედებაში არ იყო საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ: საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2013 წლის 31 ივლისს, რა დროსაც ამ დანაშაულის პირველი ნაწილის შემადგენლობისათვის საკმარისი იყო ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის  „ბ“  ქვეპუნქტის  შემადგენლობას გვაძლევდა პირის წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა. 2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობას იძლევა მხოლოდ განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს არც წარსულში ნასამართლობას და არც ასაკს. რაც შეეხება ამ დისპოზიციის მე-2 ნაწილს - ,,ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას“, იგი დარჩა უცვლელად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა მოგვცა პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამ არაერთგზის ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ახალი კანონის თანახმად,მსჯავრდებული ნ. პ.არ არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის, ესე იგი მის ქმედებაში არ არის სსკ-ის 2381–ე მუხლისპირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, წარსულში მისი ნასამართლობა მძიმე დანაშაულისათვის ვერ მოგვცემს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილითგათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მსჯავრდებული გამართლდა.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi