საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის...

wardgineba

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა

გამოქვეყნებულია: 13/06/2014

2014 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეაჩერაბ. ი-ს საკასაციო საჩივრის განხილვა.

საქმის მიხედვით, ბ. ი. გამართლებულია მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა იგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) შესაბამისი ნორმები გამორიცხავენ გამართლებული პირის მიერ საკასაციო (ისევე როგორც სააპელაციო) საჩივრის შეტანის უფლებას, კერძოდ, ამავე კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში მითითებული პირები, ხოლო სსსკ-ის 518-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლისსამართლისსაპროცესოკოდექსის546-ე მუხლი და 518-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოსკონსტიტუციის42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოდ.

საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისსაფუძვლადუზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს შემდეგს:

1. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც, მართალია, არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, თუმცა, მიაჩნია, რომ მას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება;

2. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილება, II.პ.14), რომ „ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ნიშნავს ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს;

3. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით ასევე განმარტავს, რომ „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის #1/1/413 გადაწყვეტილება, II.პ.2);

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა შეფასდეს ასევე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული დანაწესი სასამართლო პრაქტიკით ასევე მოიცავს სასამართლოსადმი მიმართვასაც. უფლების შეზღუდვასთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ საქმეში „აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1985 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, პ.57) განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები, კერძოდ: შეზღუდვები შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლს იმ შემთხვევაში, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზანს და დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის;

5. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მან დაადგინა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა განსაკუთრებული შეფასების საგანი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში: „საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა - სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვით სასამართლო კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების სასამართლო განსჯადობის სფეროდან გამოყვანა, prima facie საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ისე სასამართლო ხელისუფლების უნარს, შეაკავოს და გააწონასწოროს პოლიტიკური ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მოქმედება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის (მოქმედი) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც არ ითვალისწინებს გამართლებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო დონეზე, კერძოდ: მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/დამის ადვოკატს. ანალოგიური შინაარსისაა ამავე კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირთა წრის თვალსაზრისით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi