უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს...

gaero

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 19/05/2014

2014 წლის 19 მაისს უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილაის  შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის-ამერიკის, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ჯანი მაგაზენი, ოფისის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა საკითხებში ვლადიმერ შკოლნიკოვი,  უმაღლესი კომისრის ოფისის პრეს მდივანი რუპერტ კოლვილი და უმაღლესი კომისრის ოფისის ევროვნული პროგრამის ხელმძღვანელი ბესარიონ ბოხაშვილი.

შეხვედრაზე განხილული საკითხები შეეხებოდა  სასამართლო  სისტემის დღევანდელ მდგომარეობას, უახლეს გამოწვევებს და  რეფორმის შედეგებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ვიზიტი საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi