საარჩევნო დავებთან დაკავშირებით...

kobuleti

საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 19/05/2014

2014 წლის 17 მაისს, ქობულეთში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მოსამართლეებისათვის სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინიციატივით გაიმართა და საარჩევნო დავების თემატიკას დაეთმო.

 მოსამართლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  კონსტანტინე კუბლაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამგვარი თანამშრომლობა სასარგებლოა როგორც მოსამართლეებისთვის, ასევე  საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც. სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხების გაანალიზება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ტიპის დავებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

 შეხვედრაზე ექსპერტებად მიწვეულები იყვნენ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე, ასევე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი და სამართლებრივი  უზრუნველყოფის   განყოფილების უფროსი გიორგი კალანდარიშვილი.

 სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა  70-მდე მოსამართლე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდა და გაეროს განვითარების   პროგრამისა  (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო   თანამშრომლობის  საზოგადოების (GIZ) ფინანსური  მხარდაჭერით ჩატარდა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi