მოსამართლეებმა პროფესიული დღე...

15maisi

მოსამართლეებმა პროფესიული დღე „მართლმსაჯულების სახლის“ გახსნით აღნიშნეს

გამოქვეყნებულია: 15/05/2014

2014 წლის 15 მაისს,  მოსამართლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები “მართლმსაჯულების სახლის” საზეიმო გახსნით დაიწყო. ცერემონია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და  საქართველოში სტუმრად მყოფმა თურქეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ალი ალკანმა გახსნეს.

“მართლმსაჯულების სახლის” გახსნის ცერემონიას დაესწრნენ სამივე ინსტანციის მოსამართლეები, საქართველოში მოქმედი როგორც ქართული, ასევე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

“მართლმსაჯულების სახლი” სასამართლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური პროექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს,  როგორც სასწავლო, ასევე მედიაციის სფეროსთვის განკუთვნილ სერვისებს.  “მართლმსაჯულების სახლი” წარმოადგენს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ და კეთილმოწყობილ, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უდიდეს ტრენინგ ცენტრს, სადაც შესაძლებელი იქნება ჩატარდეს რეგიონული მასშტაბის ღონისძიებები.

Uუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  სტუმრებს “მართლმსაჯულების სახლი” დაათვალიერებინა და ყველა სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

“მართლმსაჯულების სახლის” დათვალიერების შემდეგ სტუმრები საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ.  მოსამართლეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. Kკონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ქართველ მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცა ასევე თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ალი ალკანმა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Mმან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგებს გულითადი მასპინძლობისთვის.

საზეიმო ცერემონია მოსამართლეების დაჯილდოებით დასრულდა. Uუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მაღალი პროფესიონალიზმის,  კეთილსინდისიერებისა და პრინციპულობის ნიშნით გამორჩეული 7 მოსამართლე სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა, ასევე  საქმეთა განხილვის მასშტაბურობითა და პროფესიონალიზმის ნიშნით   ხაზი გაუსვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების შრომას და სასამართლოს თავმჯდომარეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

“მართლმსაჯულების სახლის” შესასვლელ ფოიეში მოეწყო გამოფენა “მოსამართლე ძველ საქართველოში”,  რომელიც მომზადებულია ქართული სამართლის ძეგლებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით.

“მართლმსაჯულების სახლის” საკონფერენციო დარბაზში მოსამართლეებისთვის  გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც  2013-2014 წლების სასამართლო სტატისტიკისა და უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდებზე დამატებულ ახალ პროგრამებს: საერთაშორისო აქტების კატალოგი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამას  შეეხება. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi