თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს...

turketis viziti

თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია: 13/05/2014

2014 წლის 12 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოწვევით თბილისს თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ალი ალკანი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის მიზანია საქართველოსა  და თურქეთის სასამართლოებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დელეგაციის წევრები გაეცნობიან,  როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე, ზოგადად, ქართული სასამართლო სისტემის მოდელსა და მოწყობის ძირითად პრინციპებს, ქართული სასამართლო რეფორმის მიღწევებს.

თურქეთის დელეგაციის წევრები საქმიან შეხვედრებს გამართავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონ  კონსტანტინე კუბლაშვილთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ბატონ  ლევან მურუსიძესთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორ ბატონ ლაშა მაღრაძესთან. დელეგაციის წევრები, ასევე, დაათვალიერებენ  თბილისის და მცხეთის საქალაქო სასამართლოებს.

უზენაეს სასამართლოში სტუმრობის დროს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს „მართლმსაჯულების მუზეუმი“, სადაც მათ საპატივსაცემოდ გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მნიშვნელოვანი საბუთები, რომლებიც 16-18 საუკუნეებში საქართველოს და თურქეთს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს ასახავს.

თურქეთის რესპუბლიკის სასამართლო დელეგაცია თბილისიდან 15 მაისს გაემგზავრება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi