უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი...

333

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი საერთაშორისო კონფერენციაზე

გამოქვეყნებულია: 07/04/2014

2014 წლის 6-8 აპრილს  ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გრძელვადიანი პერსპექტივები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შენგელია.

კონფერენცია,რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით იმართება,მრავალსეგმენტიანია.

კონფერენციაზე განიხილება,როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები,ასევე სამომავლო საქმიანობის  გეგმების დასახვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 

კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა,როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გამოწვევები, რეფორმები და წარმატებები. ევროპული სასამართლოს საქმიანობას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. კონფერენციის ფარგლებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართება.

კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანგარიშვალდებულებასა და უფლებამოსილებაზე, ასევე ეროვნული სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების  მნიშვნელობაზე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: მოსამართლეები, მეცნიერები,ექსპერტები,სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi