უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა...

FILIP LICHI

უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზენტაციას უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დირექტორი,პროფესორი ფილიპ ლიჩი დაესწრო

გამოქვეყნებულია: 02/04/2014

2014 წლის 2 აპრილს უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკაში გაიმართა უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზენტაცია.

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გავრცელებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების ერთ-ერთ სექტორს.

ამჟამად, უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის არეალი გაფართოვდა. 2009 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა: ა) სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს საქმეებზე გამოტანილი ქართულად ნათარგმნი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული; და ბ) შერჩეული განჩინებათა კრებული, ხოლო 2014 წლიდან - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თემატური საძიებელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც უზენაესი სასამართლოს, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებთან. კერძოდ, გადაწყვეტილებათა დასაბუთების საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ცენტრი  აწვდის უახლეს და მნიშვნელოვან პრეცედენტებს, რაც გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობაში ეხმარება მოსამართლეებს.

ამას გარდა, ადამიანის უფლებათა ცენტრში სტაჟირებას გადიან საერთაშორისო სამართლისა და იურიდიული ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სტრასბურგის სასამართლოს შერჩეული გადაწყვეტილებების თარგმნის პროცესში. ცენტრში იმართება ყოველკვირეული შეხვედრები.

შეიმნა ქართულად ნათარგმნი გადაწყვეტილებების სარედაქციო კოლეგია, რომელშიც შედიან უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარეობს საერთო იურიდიულ ტერმინთა თარგმანზე შეჯერება და დადგენა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სტრაბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის  პუბლიკაციისა და ინფორმაციის განყოფილებასთან (Case-law Information and Publications Division European Court of Human Rights), რომელიც აქვეყნებს ევროპული სასამართლის ვებ-გვერდზე ქართულად ნათარგმნ გადაწყვეტილებებს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი და პროფესორი ფილიპ ლიჩი, რომელიც გახლავთ მიდლესექსის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე დროს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) დირექტორი, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკოსი იურისტი.

პრეზენტაციაზე სტუმრებს გააცნეს ადამიანის უფლებათა ცენტრის სამომავლო გეგმები. კერძოდ, გაგრძელდება ზემოხსენებული ყოველწლიური კრებულების გამოცემა. ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს, რომ სრულად მოიცვას საქართველოს გაერთიანებული სასამართლოები.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება სტრასბურგის სასამართლოს ქართულად ნათარგმნი გადაწყვეტილებების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა და სტაჟიორთათვის ტრენინგების ჩატარება. 

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მოსამართლეები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები და საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფილიპმა ლიჩმა დაათვალიერა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და „მართლმსაჯულების მუზეუმი“.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi