უზენაესი სასამართლო სააქციო საზოგადოება...

28.03.2014

უზენაესი სასამართლო სააქციო საზოგადოება „ქართული ფოლადის“ დირექტორის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია: 28/03/2014

2014 წლის 21 მარტს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე დაასრულა სამოქალაქო საქმის  განხილვა, რომელიც შეეხებოდა გახმაურებულ დავას „ქართულ ფოლადსა“ და „რუსთავის ფოლადს“ შორის. ბოლო რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია საშუალებებში ვრცელდება სააქციო საზოგადოება „ქართული ფოლადის“ დირექტორის ნათია ჯაყელის განცხადება, რომელიც  საზოგადოებისთვის დავის სამართლებრივი მხარის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელ და  უპატივცემულო განცხადებებს ავრცელებს და  ამით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

„ქართული ფოლადის“ მიერ მედიის საშუალებით გავრცელებულ  წერილში არაფერია ნათქვამი უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივ შინაარსზე, „ქართული ფოლადის“ დირექტორი მხოლოდ  ანგაჟირებულ და პოპულისტურ მეთოდებს მიმართავს და სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცდილობს საკუთარი პოზიციის გამყარებას.

გავრცელებულ განცხადებაში  სააქციო საზოგადოების დირექტორი ეჭვქვეშ აყენებს იმ პალატის მოსამართლეთა შემადგენლობასა და კვალიფიკაციას, რომლებმაც აღნიშნული სამოქალაქო საქმე განიხილეს. ქალბატონი ნათია საკუთარი „სიმართლის“ დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქმის განმხილველი მოსამართლეების  „სპეციალიზაციას სისხლის სამართალში“.

 საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ამტკიცების პარლამენტი, კონკრეტულ პალატებში მათ გადანაწილებას კი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი და არავის აქვს უფლება, მიუთითოს უზენაეს სასამართლოს, თუ რომელი მოსამართლე რომელ პალატაში დანიშნოს. საქმის განმხილველი ერთ-ერთი  მოსამართლის დიპლომთან დაკავშირებული საკითხი კი მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირების თემაა და ამ განხილვაში სასამართლო ხელისუფლება აღარ ჩაერთვება. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ მოსამართლის დიპლომის შესაბამისობის საკითხის განხილვა დასრულებულია და ეჭვის შეტანა ამ დიპლომის შესაბამისობაში მხოლოდ  სუბიექტურ და  მიკერძოებულ პირებს შეუძლიათ.

სასამართლო ხელისუფლებისთვის ჯანსაღი კრიტიკა და სამართლებრივ საკითხებზე დასაბუთებული მოსაზრებები ყოველთვის იყო და იქნება მისაღები, მაგრამ მოსამართლის შეურაცხყოფას და  სასამართლოს უპატივცემულობას ყოველთვის ექნება ადეკვატური გამოხმაურება სასამართლო ხელისუფლების მხრიდან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi