უზენაესმა სასამართლომ მოსამართლესთან...

28.03.2014 1

უზენაესმა სასამართლომ მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილება გამოიტანა

გამოქვეყნებულია: 28/03/2014

2014 წლის 28 მარტს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც  მოსამართლესთან ექსპარტე კომუნიკაციის წესის დარღვევის საკითხი განიხილეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს facebook-ის გვერდზე ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელსაც იგი იხილავდა, მსჯავრდებულის მეუღლემ  წერილიმისწერა, სადაც მოსამართლისგან  მსჯავრდებული მეუღლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა.

სასამართლომ მოსამართლესთან ექსპარტე კომუნიკაციის წესის დარღვევის ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ იმსჯელა   და მსჯავრდებულის მეუღლე დააჯარიმა.

„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით აკრძალულია და ისჯება კანონით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi