უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი...

27.03.2014

უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა და გაათავისუფლა

გამოქვეყნებულია: 27/03/2014

2014 წლის 26 მარტს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ  მსჯავრდებულ ხ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან  იმავე კოდექსის 150-ე მუხლის  1-ლ ნაწილზე გადააკვალიფიცირა.

        ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მსჯავრდებული ხ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლის მცდელობისათვის, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა, რის გამოც ამ უკანასკნელის დანაშაული გადაკვალიფიცირდა იძულებაზე (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება), ამასთან, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე შეუმცირდა და იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi