უზენაესი სასამართლო საგარეო საქმეთა...

panjikizeze pasuxi

უზენაესი სასამართლო საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს ეხმაურება

გამოქვეყნებულია: 26/03/2014

უზენაესი სასამართლო ეხმაურება 2014 წლის 24 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონ მაია ფანჯიკიძის კომენტარს, რომელიც მინისტრმა ჰააგაში ვიზიტის დროს გააკეთა, და რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის  განცხადებას მოჰყვა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით.

ქვეყნის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად იციან, როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები, როგორი იყო სასამართლო, რომელსაც 99% გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა მოქალაქეების წინააღმდეგ“.

სასამართლო აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან  არის როგორც არაკომპეტენტური, ასევე,  ემსახურება სასამართლოს იმიჯის დისკრედიტაციას.

სასამართლო ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ხელისუფლებას რეფორმის რთულ გზაზე ჰქონდა ბევრი წინააღმდეგობა, თუმცა მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვოდა ქართული მართლმსაჯულება იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა დინამიური პროცესია  და სასამართლო ხელისუფლება არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი  მიღწეული შედეგით.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ინდექსის დადგენას გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობის მიხედვით:

ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენების  სტატისტიკა უკვე ბევრჯერ გამოქვეყნებულა და დაინტერესებულ მხარეს მისი მოძიება სასამართლოს ვებ.გვერდებზეც შეუძლია.  ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ,  გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ვერ იქნება.

2011-2012  წლების მონაცემებით, ფინეთში გამამართლებელი განაჩენები მხოლოდ 1,6% იყო, საფრანგეთში -3,6%, დიდ ბრიტანეთში-3,7%,  ლატვიასა და ლიტვაში-0,8% და 1,8%, ხოლო იაპონიაში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა მხოლოდ 0,4 %-ია.

სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს ყველას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, უფრო ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდონ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ განცხადებებს. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ იგი უსაფუძვლო და არაკომპეტენტურ ბრალდებებს არ უნდა ემყარებოდეს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi