თბილისში მოსამართლეთა საერთაშორისო სემინარი...

presrelizi

თბილისში მოსამართლეთა საერთაშორისო სემინარი გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 21/02/2014

2014 წლის 21 თებერვალს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტის“ (CEELI Institute) თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა მოსამართლეთა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლოზე საზოგადოებრივი ზეწოლის მართვა.“

საერთაშორისო სემინარი ორდღიანი და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოსამართლეები. ამასთან, ექსპერტის რანგში მოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლე. ღონისძიების ფარგლებში მოხდება რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლოზე საზოგადოებრივი ზეწოლის მართვა. 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტის (CEELI Institute) ერთ-ერთ მიზანია გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ხელშეწყობა ისეთი სისტემის დანერგვაში,  რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასამართლო სისტემაში მომუშავე კადრებისა და მოსამართლეების პროფესიონალიზმის ზრდას.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტს (CEELI Institute) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც საფუძველი ჩაეყარა მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და მსგავსი შინაარსის  ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელებას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi