უზენაესი სასამართლოს...

ivanishvili

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 28/01/2014

      2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის საკასაციო საჩივარი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის #602 ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში.

      საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შესაგებელის მიხედვით,  საქართველოს პრეზიდენტმა ცნო კასატორის - ბიძინა ივანიშვილის სარჩელი (სააპელაციო და საკასაციო საჩივრები) და დაეთანხმა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამისად, ბათილად ცნო  სადავო ბრძანებულება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

     

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi