უზენაეს სასამართლოში შეიქმნა სპეციალური...

shexvedra

უზენაეს სასამართლოში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის ამაღლებაზე იმუშავებს

გამოქვეყნებულია: 24/01/2014

2014 წლის 24 იანვარს  უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე სახელმძღვანელო წინადადებების შემუშავების მიზნით შეიქმნა.

სასამართლო  გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის საკითხი  რეფორმის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ.გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის პრობლემატიკაზე  წლების მანძილზე მოსამართლეებს ჩაუტარდათ ათეულობით ტრენინგი. ამ ეტაპზე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც  სწორედ ამ დაგროვილი მასალის ანალიზის, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების შედეგად საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის 2014 წლის 31 დეკემბრამდე  უნდა შეიმუშავოს სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და  სტილისტიკური გამართულობის თაობაზე.

კომისიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უხელმძღვანელებს.  კომისიის  შემადგენლობაში მოქმედ მოსამართლეებთან (სამივე ინსტანციის) ერთად შედიან ცნობილი პროფესორები, ლექტორები, უზენაესი სასამართლოს  ყოფილი წევრები, ასევე  საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმოამდგენლები, მათ შორის აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა  და ევროკავშირის წარმომადგენლები.

კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წინადადებების  რეალობაში განხორციელების შედეგად,   ამაღლდება სასამართლო გადაწყევტილებების დასაბუთებულობის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში,  გაზრდის სასამართლოს ეფექტიანობასა და სასამართლოს  მიმართ მოსახლეობის ნდობას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi