საქართველოს მოსამართლეთა XII კონფერენცია...

konferencia 2013

საქართველოს მოსამართლეთა XII კონფერენცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია: 30/12/2013

2013 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა XII კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას 177 მოსამართლე დაესწრო.

კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა და  მოხსენება წაიკითხა მიმდინარე წლის სასამართლოს მთავარი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.  კონფერენციის მონაწილეებს ასევე ყოველწლიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი გეგელიამ.

კონფერენციაზე მოსამართლეებმა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების სამი წლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნისა და მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადების ტექსტი შეიმუშავეს.

იხილეთ ბმული.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi