უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი...

chaquchi

უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება

გამოქვეყნებულია: 26/12/2013

2013 წლის 25 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულების - ზაზა და დავით მ-ების მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, კერძოდ: ზაზა მ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო დავით მ-ს მიმართ დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა და დანიშნული სასჯელი შეუმცირა.

საქმის მასალების თანახმად, დავით მ-ს ბრალი ედებოდა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ზაზა მ-ს - დანაშაულის დაფარვაში. 

საკასაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ დავით მ-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია განზრახ მოქმედებას და მან გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე მერაბ ა-ს. 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზაზა მ-ს, იგი გამართლდა მისთვის შერაცხულ ბრალდებაში, რომელიც დანაშაულის დაფარვას ითვალისწინებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის დაფარვას დანაშაულად არ მიიჩნევს.
შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ ზაზა მ. უდანაშაულოდ მიიჩნია 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო დავით მ. დამნაშავედ ცნო 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეუმცირა ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi