საქართველოს უზენაესი სასამართლოს...

fotooof

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა განზოგადების შედეგებისა და წლიური სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია: 19/12/2013

      2013 წლის 19 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები, მოსამართლეები და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

    შეხვედრის პირველ ნაწილში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ზაზა მეიშვილმა  წარმოადგინა სასამართლოს  პრაქტიკის დამდგენი სისხლისსამართლებლივ საქმეთა კრებული. აღნიშნული კრებული, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს კონკრეტულ სისხლისსამართლებლივ საკითხებზე ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრებას, მეორეს მხრივ, დაეხმარება მოსამართლეებს, სისხლის სამართლის დარგში მოღვაწე პრაქტიკოს იურისტებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.

      შეხვედრის მეორე ნაწილში,  უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარე კონსტანტინე  კუბლაშვილმა  წარმოადგინა სასამართლოს საქმიანობის 11 თვის სტატისტიკა.  კონსტანტინე კუბლაშვილმა მოწვეულ სტუმრებს  გააცნო მიმდინარე  წლის განმავლობაში სასამართლოში შემოსული და განხილული საქმეთა რაოდენობა და დინამიკა, შეფარდებულ სასჯელთა პროცენტული რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi