იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელობამ...

shexvedra

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელობამ დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 19/12/2013

2013 წლის 19 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელობამ დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, 2006 წლიდან დღემდე, ზრუნავს მოსამართლეთა კორპუსის კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლებასა და სასამართლო მოხელეთა გადამზადებაზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მთავარი მიმართულება გახლავთ ასევე მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადება. საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს სკოლას დაარსების დღიდან მუდმივ მხარდაჭერას უცხადებენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. 

შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გახსნა, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციების დეტალურ ინფორმირებას იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi