მსჯავრდებულს სასჯელი 24 წლით შეუმცირდა

qutaisis saapelacio sasamarTlo

მსჯავრდებულს სასჯელი 24 წლით შეუმცირდა

გამოქვეყნებულია: 30/06/2011

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განაჩენით, თაღლითობისათვის მსჯავრდებულ ზ. რ-ს სასჯელი 30-დან 6 წლამდე შეუმცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მსჯავრდებულის დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით ბრალზე გარიგების საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
საქმის მასალების მიხედვით, ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის' ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსმა ზ. რ-მ არაერთგზის მიითვისა მოსახლეობიდან შეგროვილი მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დასაფარი თანხა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ზ. რ-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული მსჯავრი დადასტურებულად მიიჩნია. მანვე საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალეულობის ხარისხიდან გამომდინარე დაადგინა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სს კოდექსის 55-ე მუხლით მინიჭებული უფლება და კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელი დანიშნა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ზ. რ-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi