დამტკიცდა მოსამართლეთა XII კონფერენციის...

konferencia

დამტკიცდა მოსამართლეთა XII კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 23/12/2013

2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა. 

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა: მოსამართლეთა მე-12 კონფერენციის ჩატარების დრო - 2013 წლის 28 დეკემბერი 13 საათი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 12 საათზე), ადგილი - თბილისის საქალაქო სასამართლო, კონფერენციის დღის წესრიგი, კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც (24 დეკემბრის 18 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ძუბალაშვილების ქ. #32. 

საკონტაქტო პირები:

გულიკო ორთოიძე - ელ.ფოსტა - guliko.ortoidze@supremecourt.ge,, ტელ: 577 71 10 50; 

ირაკლი ართილაყვა - ელ.ფოსტა - irakli_artilakva@yahoo.com, ტელ: 577 44 99 48

დღის წესრიგი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi